განათლების სტრატეგია

ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობამ ცვლილებები დაგეგმა განათლების სისტემაშიც. მთავარი აქცენტი კეთდებოდა პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე და ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. თუმცა, როგორც სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, დაანონსებულ ცვლილებებს კონკრეტიკა აკლია.

ექსპერტებს შორის სკეპტიციზმს იწვევს ის ფაქტიც, რომ დაგეგმილი სამუშაოების შესრულების ვადები ზოგიერთ შემთხვევაში ირღვევა.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა ოთხპუნქტიანი გეგმის განათლების მიმართულებაზე.