განათლების სისტემის რეფორმას ოპოზიცია აფასებს

პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრის მიერ წარდგენილ რეფორმას ოპოზიცია აფასებს. “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი რეფორმას დაგვიანებულს უწოდებს და ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ ვერ იღებს 16 ათასი სტატუსიანი მასწავლებელი კუთვნილ ხელფასს.

“გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე კი წარმოდგენილ პროგრამას „უშინაარსო დაპირებებად“ აფასებს.