განათლების სისტემის ახალი რეფორმა. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ისაუბრეს განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე. აღინიშნა, რომ რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე, სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაზე.