განათლების სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ იწყება

09:35, 25.03.2020

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი, სახელწოდებით „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხის ეთერში იწყება. ტელე-ონლაინ გაკვეთილები 30 მარტიდან, ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ცხრა საათზე დაიწყება და სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა საგანში საინტერესო გაკვეთილებს დისტანციურად დაესწრონ.

პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook-გვერდები.

სტუმრები: ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

ეკატერინე დგებუაძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

ახალი დღე

მსგავსი