ტელე-ონლაინ საგანამანათლებლო პროექტი

განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანამანათლებლო პროექტს იწყებს. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტით შესაძლებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით სასწავლო პროგრამების მიწოდება.
პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა – მეორე არხი, ვებპორტალი 1TV.ge საქართველოს პირველი არხის YouTube და ფეისბუქ გვერდები.

განათლების სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლების ჩართულობა, მომზადდა სასწავლო პროგრამები, საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები.