განათლების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა 

21:49, 09.04.2026

განათლების სამინისტრო 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების მექანიზმზე მუშაობს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დამუშავების პროცესშია და უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება. შედეგად სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული სასწავლებლები აკრედიტაციის არქონის მიუხედავად, სასწავლო პროგრამებზე იღებდნენ და სწავლის დასრულების შემდეგ არაღიარებულ დიპლომებს გასცემდნენ, წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდებათ. როგორც, ირკვევა დიპლომების აღიარების მოთხოვნით, სხვადასხვა სასწავლებლის მიერ მოტყუებულ სტუდენტებს სამართლებრივი დავებიც აქვთ დაწყებული. ინიციატივა სწორედ ამ მოქალაქეების მხარდაჭერას, 2010 წლამდე მიღებული არაღიარებული დიპლომების აღიარებას და დასაქმებაში მათ ხელშეწყობას ითვალისწინებს. დაანონსებული ცვლილებების საფუძველზე ოთხ წლიანი დასწრებული და ხუთ წლიანი დაუსწრებელი სასწავლო პროგრამებიც გათანაბრდება და ყველა კურსდამთავრებულს მაგისტრის ხარისხი მიენიჭება.

უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები – ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტში.

მსგავსი