განათლების სამინისტროს პასუხი
თბილისის 21-ე სკოლის შენობას გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ კი – ბავშვები სკოლაში დაბრუნდებიან და 2026-2027 სასწავლო წელს, იმავე შენობაში დაასრულებენ. ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ, ცნობილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომაზე გახდა, რომელსაც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. კომისიის წევრებმა იმ სკოლების საკითხი განიხილეს, რომელთა შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. განსაკუთრებული ყურადღება თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე გამახვილდა. რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, ექსპერტიზის მიერ შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არსებული დაზიანებების პირობებში, სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება და ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყება. მოსწავლეებს კი, სამინისტრომ სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა.