განათლების სამინისტროს ინიციატივა
პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, შესაძლოა, ოფიციალურად უმაღლეს განათლებად ჩაითვალოს. განათლების მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო პარლამენტს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, ინიციატივის მიზანი პროფესიული განათლების იმიჯის გაძლიერებაა.