განათლების სამინისტროს განცხადება

12:15, 26.08.2026

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის 47-ე საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 47-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი I-VI კლასების მოსწავლეებისთვის 09:00 საათზე დაიწყება; VII-X კლასების მოსწავლეებისთვის – 12:00 საათზე; XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის კი – სწავლა დისტანციურად დაიწყება. რაც შეეხება თბილისის კლასიკურ გიმნაზიას: V-IX კლასების მოსწავლეებისთვის სწავლა 10:00 საათზე დაიწყება, I-IV კლასებისთვის – 14 საათზე , X-XII კლასების მოსწავლეები კი დისტანციურად ისწავლიან. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

მსგავსი