განათლების სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს

განათლების სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების საკითხზე პასუხობს. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს, შესაბამისად, ამის პროპორციულად უნდა გაიზომოს სტატუსშეჩერებული ახალგაზრდების რაოდენობაც. უწყებაში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც ახალი რეფორმის ფარგლებშიც არის გათვალისწინებული.

შეგახსნებთ, რომ დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ სტუდენტური სტატუსი სულ 54 000 პირს აქვს შეჩერებული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამინსიტროს მოუწოდა, უფასო ფაკულტეტების დაფინანსების ნაცვლად, თანხა სტუდენტების ხელშეწყობისთვის დახარჯოს.