განათლების საერთაშორისო გამოფენა

თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. ღონისძიება განსაკუთრებით მათთვის არის საინტერესო, ვინც საზღვარგარეთ სწავლით არის დაინტერესებული.

სტიპენდია, გრანტები, სტაჟირება, საზაფხულო სკოლები და სხვადასხვა პროგრამები, – გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები მონაწილეობენ. ასევე წარმოდგენილია ყველა ის ძირითადი საელჩო  და  საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთაც ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური პროგრამები აქვთ.

მსურველები მათთვის საინტერესო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ესაუბრებიან და დეტალურ ინფორმაციას სწორედ მათგან იღებენ.