თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ინფორმაცია მიიღონ სტიპენდიების, სტაჟირებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ასევე მათ შანსი ეძლევათ გაესაუბრონ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სასწავლებლები მონაწილეობენ.