განათლების საერთაშორისო გამოფენა

თბილისში რიგით მე-18 განათლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირებების, საგაზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამის შესახებ. ამასთან, გაესაუბრონ საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და სასურველი დასვან კითხვები. გამოფენაზე წარმოდგენილები არიან კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.