განათლების საერთაშორისო  ცენტრი

თუ თქვენ სწავლის უცხოეთში გაგრძელება გსურთ, თუმცა, შესაბამისი ფინანსები არ გაგაჩნიათ, ამის შესაძლებლობას 2014 წლიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი გაძლევთ. 482 სასწავლო სტიპენდია ბოლო ოთხ წელიწადში – ეს იმ სტიპენდიის ჯამური მაჩვნებებელია, რაც ცენტრმა  საქართველოს მოქალაქეებზე გასცა. დაფინანსების მიღების ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ  სტიპენდიანტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და შესაბამის სფეროში სამი წელი იმუშაოს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ცენტრის მიერ დაფინანსებული სტიპენდიანტები მიდიან, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და უნგრეთი ლიდერობენ.

გენო ოსიყმაშვილი დაესწრო შეხვედრას, სადაც განათლების საერთაშორისო ცენტმა 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა.