განათლების რეფორმა – შეხვედრები საჯარო სკოლებში

12:26, 26.04.2026

განათლების მინისტრი რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. გივი მიქანაძემ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და რეფორმის განხორციელების პროცესში მათი მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსთავის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც, მისივე თქმით, თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაიქმნება. შეხვედრის დასასრულს მშობლებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს.

მსგავსი