განათლების რეფორმა – შეხვედრები რეგიონებში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდა. მინისტრმა, მონაწილეებთან ერთად, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები განიხილა.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სასკოლო ფორმების შემოღება, სახელმძღვანელოების განახლება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია მშობლების მაქსიმალური ჩართულობა და მათგან მიღებული უკუკავშირის მიღება, რაც პროცესის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.