განათლების რეფორმა - შეხვედრა სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან

განათლების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს იწყებს.

პირველ ეტაპზე მინისტრის მოადგილე თბილისის სკოლების დირექტორებს შეხვდა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა, რაც რეფორმის განხორციელების პროცესში გათვალისწინებული იქნება.

ანალოგიური შეხვედრები განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე გაგრძელდება როგორც თბილისის, ისე რეგიონების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან.