მომავალი კვირიდან პარლამენტი განათლების რეფორმაზე მსჯელობას დაიწყებს. ვნებათაღელვის მთავარი საკითხი ახლა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებაა. განათლების სამინისტროში ტყუილს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აკადემიური პერსონალისთვის ახალი, დამატებითი კონკურსები და ატესტაციები იგეგმება. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ არსებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შენარჩუნება, უწყებისთვის პრიორიტეტია. სამინისტროში ასევე დარწმუნებულებულები არიან, რომ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება.