განათლების რეფორმა – რექტორების შეხვედრა განათლების მინისტრთან
ხუთ საათს გაგრძელდა რეფორმის გარშემო მსჯელობა განათლების სამინისტროში. მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. მსჯელობის დასრულების შემდეგ, თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მედიას განუცხადა, რომ მხარეებს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ განხილვები მომავალ კვირასაც გაგრძელდება.
უფრო კონკრეტულად, რა განცხადებები კეთდება განათლების ხმაურიანი რეფორმის გარშემო – დესი ვარდოსანიძე ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.