განათლების რეფორმა – განხილვა პარლამენტში

15:18, 03.02.2026

ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებებს საპარლამენტო სესიაზე განიხილავენ, იქამდე კი – განათლების კომიტეტზე განიხილეს, სადაც დეპუტატებს ცვლილებები განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა. დეპუტატების განსაკუთრებული ინტერესი სკოლებში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია. ამ ცვლილებების მიხედვით, მე-12 კლასი ხდება ნებაყოფლობითი, მე-11 კლასში კი – აქცენტი გაკეთდება ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაზე. განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების ერთ-ერთი გამოწვევაა საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი. ამიტომ უქმდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება და თითოეული კლასის საფეხურზე სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოები საერთო იქნება. მე-6 კლასის ჩათვლით, ფორმების ტარება სავალდებულო ხდება. მობილური ტელეფონების გამოყენება კი სასწავლო პროცესში შეიზღუდება. არის კიდევ ერთი სიახლე: პირველ კლასში დაიშვებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

მსგავსი