განათლების რეფორმა – გამოხმაურებები
ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ოპოზიციური ძალები საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებით პროტესტის პროვოცირებას ცდილობენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება არ გულისხმობს არც ერთი უმაღლესი სასწავლებლის დახურვას. ასევე, ანალიტიკოსის მტკიცებით, მცდარია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს უნივერსიტეტების გაერთიანება აკადემიური პერსონალის შემცირებას გამოიწვევს. მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას უნივერსიტეტების შენობების შესაძლო გასხვისების შესახებაც.