განათლების რეფორმა

მე-12 კლასის გაუქმების შესაძლებლობა, უმაღლესი განათლების მისაღებად სხვა დიდი ქალაქების განვითარება და დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა – განათლების ახალი რეფორმის კონცეფციის დეტალებზე უწყების ხელმძღვანელმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტებები.

ახალი კონცეფციის თანახმად, 7 გამოწვევაზე, რომელიც განათლების ახალ სისტემას დანერგავს ქვეყანაში – თათია ტაბეშაძე ისაუბრებს „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.