განათლების რეფორმა

სფერო, რომელშიც NDI-ის კვლევამ რეფორმის საჭიროება აჩვენა, განათლებაა. მოსალოდნელი ცვლილებების ნაწილი დღეს უკვე დაანონსდა.

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების ჩაბარების წესი იცვლება. მე-11 კლასის მოსწავლეებს 2019 წლიდან, მე-12 კლასის მოსწავლეებს კი 2020 წლიდან გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ.

2005 წლის შემდეგ პირველად უქმდება ზოგადი უნარების ჩაბარების ვალდებულება და ის არჩევითი საგნების სიაში იქნება. განათლების სამინისტრო ამ გზით სასკოლო საგნების და საუნივერსიტეტო პროგრამების დაახლოებას ცდილობს.

სიახლეა ერთიანი ეროვნული გამოცდების კუთხითაც.

მოსალოდნელმა ცვლილებებმა სფეროს სპეციალისტებს შორის კითხვებიც გააჩინა.