ხვალ განათლების მინისტრი სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდება. განიხილავენ განათლების რეფორმას და ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხს, რასაც ოპოზიციასთან ერთად, აკადემიური წრე და სტუდენტების ნაწილი ეწინააღმდეგება. მმართველი გუნდის განმარტებით, რეფორმა განათლების ხარისხს გააუმჯობესებს და ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანებით არ მოხდება პროფესორ-მასწავლებლების საგაკვეთილო პროცესიდან ჩამოშორება. საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით გუშინ დაუჭირა.