განათლების რეფორმა

15:01, 02.12.2025

ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაცია. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რეფორმის დეტალები განათლების მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად წარადგინა. პროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე მიმართულება, მათ შორისაა აკადემიური პერსონალის ანაზღაურების ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქების მოწყობა, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ცნობილი გახდა, რომ საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს ისწავლიან. შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ასევე, მომავალი წლიდან საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა, რისთვისაც შესაბამისი წესი შემუშავდება.

მსგავსი