განათლების ქალაქის მშენებლობა ბათუმში

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება.

პროექტს განათლების სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს. ქალაქში უნდა აშენდეს კომაროვის სკოლის ფილიალი,  პროფესიული კოლეჯი და მულტიფუნქციური სივრცე, ასევე სპორტული მოედნები.

მშენებლობის პროცესი ბათუმში დღეს სიმბოლური კაფსულის ჩადებით დაიწყო.