განათლების მინისტრმა ვარძია მოინახულა  

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში ვარძიაში წარადგინა. სამონასტრო კომპლექსში განათლების მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ ჩხენკელმა სააგენტოს მიერ განხორციელებული ის პროექტები გამოყო, რომელთაც საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვთ. ითქვა, რომ სამინისტრო გააფართოებს პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს მოსწავლეების ადრეული ასაკიდან ურთიერთობას ძეგლთან და ამ გზით საქართველოს ისტორიის შესწავლას. ღონისძიებას ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერის მრჩეველიც ესწრებოდნენ.