განათლების მინისტრის ვიზიტი

18:49, 12.11.2026

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს განათლების მინისტრმა.

გივი მიქანაძე ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრული ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს. ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

მსგავსი