განათლების მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

15:20, 12.10.2025

განათლების მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სკოლებში მეცნიერების, ტექნიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის საგნების სწავლების გაძლიერებას. საუბარი ასევე შეეხო სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც რეგულარულად იმუშავებს საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე.

მსგავსი