განათლების მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრს უმასპინძლა და ქართველოლოგიის პროგრამის მიღწევები გააცნო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ძია ვენძიენმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველოლოგიის ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტში წლებია ფუნქციონირებს, საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი და ჩინელი სტუდენტებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას. ქართველოლოგიის სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრს კითხვებიც დაუსვეს.