განათლების მინისტრის ვიზიტი ჩინეთში
განათლების მინისტრმა პეკინში, ჩინური ენის ცოდნის გამოცდის გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ჩინური ენის შესწავლის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდი ინტერესია, შესაბამისად, სამინისტრო მზადაა, შექმნას დამატებითი შესაძლებლობები. ღონისძიება, რომელსაც 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.