საქართველოს განათლების მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროებს შორის მიმდინარე წელს გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს მოიცავს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, პირველ შეხვედრას გამართავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლებს აერთიანებს. საუბრის თემა იყო ერთობლივი საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ჩატარებაც.