განათლების მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

განათლების მინისტრი პირველი საერთაშორისო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

გიორგი ამილახვარმა ევროკავშირის პროგრამა Horizon Europe-ს კვლევისა და ინოვაციის კომიტეტის მეორე გაერთიანებული შეხვედრა გახსნა. მინისტრმა საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით, პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას კვლევისა და განვითარების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი მარკ ლემეტრი ესწრებოდა. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ევროპის კვლევისა და განათლების სისტემაში კიდევ უფრო აქტიური ინტეგრაციისთვის.