საქართველოს განათლების მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გივი მიქანაძემ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ADA-ს უნივერსიტეტის რექტორთან. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობისა და ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობას. მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.