საქართველოს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ქვეყნის პრემიერსა და სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავება იყო. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც, რომელიც მუშაობას აგვისტოდან დაიწყებს.
მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებსაც შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც მომავალ კვირაში უკვე საქართველოში გაგრძელდება.