განათლების მინისტრის შეხვედრები რეგიონებში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსწავლეების მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. საუბარი შეეხო სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას, პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას.