განათლების მინისტრის შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებთან

21:30, 11.08.2026

განათლების მინისტრი სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს და მათთან უმაღლესი განათლების რეფორმას განიხილავს. გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს რეგიონული უნივერსიტეტებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლისთვისაა გათვალისწინებული. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი პროგრამების დამატებაზე, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე.

მსგავსი