განათლების მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან
განათლების მინისტრი ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებში იმყოფებოდა. პედაგოგებთან ისაუბრეს პროფესიული განათლების საკითხებზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე. აღნიშნული კოლეჯი გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 1 500-მდე პროფესიულ სტუდენტს ემსახურება.