განათლების მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან
ქუთაისის №7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა განათლების მინისტრი. ისაუბრეს შენობის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპზე. აღინიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა. შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორიც ესწრებოდა.