განათლების მინისტრის შეხვედრა მასწავლებლებთან
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კახეთის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდა.
მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო და მათთან ერთად დაგეგმილი ცვლილებები განიხილა. ალექსანდრე წულაძემ საუბრისას, ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა კარიერული განვითარების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე. მინისტრის თქმით, სამინისტრო პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის მუშაობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.