პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა გვიან ღამით დასრულდა. მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მთავარი კითხვები საპარლამენტო უმცირესობას გარდაცვლილი ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა.
საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაზე ანონიმური წერილი სამინისტროშია დაწერილი. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა.
დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდა. საკომიტეტო მოსმენას ია კერზიას ოჯახის წევრები, მათ შორის მისი შვილი, ბაჩანა შენგელია ესწრებოდა.