განათლების მინისტრის კომენტარი
განათლების საერთაშორისო ცენტრი და პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით უქმდება. განათლების სამინისტროს ცნობით, რეორგანიზაციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს. განათლების საერთაშორისო ცენტრი და პროფესიული უნარების სააგენტო კი ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს. სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც.