განათლების მინისტრის ანგარიში

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა. მიხეილ ჩხენკელმა ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის პერიოდში განხორციელდა და რომლებსაც კორონავირუსის პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა, მათ შორის არის სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და დისტანციური სწავლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ტელესკოლა, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომლობით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მინისტრის განცხადებით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა, რეაბილიტირდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი და სკოლები აღიჭურვა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით.

ტელესკოლა