განათლების მინისტრი თურქეთში
განათლების მინისტრი ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა ერთობლივი საზაფხულო ბანაკების ორგანიზებაზე, ახალგაზრდულ ცენტრებს შორის კავშირების გაფართოებასა და ახალგაზრდული საგრანტო კონკურსების ორგანიზებაზე.