საქართველოს განათლების მინისტრმა სომეხ კოლეგას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
გივი მიქანაძემ ჟანა ანდრეასიანს განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე სიახლეები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკების განხორციელებას, საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გამყარებას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით კოლაბორაციის ხელშეწყობას. ამასთან, სომხეთის განათლების მინისტრმა ქართველი კოლეგა სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ „უმაღლესი განათლების ფორუმზე“ მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.