განათლების მინისტრი შეხვედრებს მართავს

საქართველოს განათლების მინისტრი იმერეთის რეგიონის სკოლების მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში შედგა. შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა პედაგოგებისგან პირადად მოისმინა მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ.

საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებს.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც მათი მაქსიმალური ჩართულობით, სქემის დახვეწას გულისხმობს.