განათლების მინისტრი სამცხე-ჯავახეთში

12:48, 23.09.2025

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 35 წელს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რაბათის ციხეში მეცნიერების ფესტივალი გაიხსნა, რომლის მიზანი რეგიონებში მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების წახალისებაა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა განათლების მინისტრი. მან ახალციხის სკოლების პედაგოგებიც დააჯილდოვა და მათ მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი