განათლების მინისტრი რეგიონებში სასწავლო პროცესს ეცნობა

18:19, 30.11.2025

საქართველოს განათლების მინისტრი იმერეთში კოლეჯ „იბერიას“ და აჭარაში კოლეჯ „ბლექსის“ ესტუმრა, სასწავლო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა კოლეჯების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. გივი მიქანაძე ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობასაც გაეცნო. პროექტი 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობისა და 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ითვალისწინებს.

მსგავსი