საქართველოს განათლების მინისტრი ზესტაფონში პროფესიულ კოლეჯ „კონსტრუქტ 2“-ს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრი კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიიღო. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე.