განათლების მინისტრი პარიზში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
განათლების მინისტრი პარიზში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები გამართა UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან და განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან.
ისაუბრეს პარტნიორობის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მინისტრმა მათ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.